top of page

კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა

Tkibuli Climate Guards #ტყიბული2022

კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა

კლიმატის ცვლილების გავლენა სოფლის მეურნეობაზე სულ უფრო თვალსაჩინოა. როდესაც საუბარია კლიმატის ცვლილებების ნეგატიურ გავლენაზე სოფლის მეურნეობის სექტორზე, მთავარი რისკები უკავშირდება გვალვებს, ექსტრემალურ ამინდებს, წყალდიდოებებს, მავნებლების გავრცელებას და სხვა. ჩამოთვლილი პირდაპირ კავშირშია სასურსათო უსაფრთხოებასა და უვნებლობასთან. თავის მხრივ სოფლის მეურნეობასაც აქვს გავლენა კლიმატის ცვლილებაზე. Სოფლის მეურნეობის სექტორში კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის აირების გაფრქვევების ძირითადი წყაროებია მეცხოველეობა, სინთეზური სასუქების გამოყენება, სახნავ-სათესი მიწების და საძოვრების არამდგრადი მართვა და სხვა.
გუნდი Tkibuli Climate Guards-ის პროექტის მთავარი მიზანია, შერჩეულ რეგიონებში (იმერეთი, გურია, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი) სოფლის მეურნეობაში კლიმატგონივრული პრაქტიკების დანერგვა, რომელიც გულისხმობს, როგორც საინფორმაციო ნაწილს ფერმერებისთვის, ასევე პრაქტიკულ სწავლებას. პროექტი შედგება ორი ფაზისგან.

I ფაზა - სამიზნე რეგინში მცხოვრებ ფერმერებს, შესაბამისი კომპეტენციის მქონე ფერმერი, ჩაუტარებს ტრენინგებს შემდეგი მიმართულებით:
- კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა სოფლის მეურნეობაზე
- პროგრამირებადი დაფისა (calliope mini) და შესაბამისი სენსორების მუშაობის პრინიციპის გაცნობა ფერმერებისთვის
- კლიმატგონივრული სარწყავი სისტემების მოწყობა
- ტრენინგი კლიმატისადმი მედეგი მცენარეთა სახეობებისა და გვალვაგამძლე კულტურების შესახებ რეკომენდაციები,თუ როგორ მოუარონ აღნიშნულ სახეობებს კლიმატის ცვლილების ფონზე.

II ფაზა - მოიცავს პრაქტიკული სწავლებას ფერმერებისთვის:
- კალიოპე მინის გამოყენებით ნიადაგის ტენიანობის დადგენას.
- საირიგაციო სისტემების მონტაჟი (წვეთოვანი სისტემა და ა.შ) და გამოყენება.
- ნიადაგის დამუშავების მეთოდების გაცნობა (მულჩირება, მიწის ზედაპირული დამუშავება).

სამიზნე ჯგუფი: ფერმერები (იმერეთი, გურია, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი)

იდეის ავტორები:
მენტორ-მულტიპლიკატორები: მირანდა აფაქიძე, ხატია ნადირაძე
ანანო ბოჭორიშვილი (13 წლის, ტყიბული)
გიორგი ჩუბინიძე (14 წლის, ტყიბული)
ლიზი ხუციშვილი (15 წლის, ტყიბული)
მართა მაღლაქველიძე (16 წლის, კურსები)
ნატა რობაქიძე (16 წლის, ტყიბული)

AA_2017_Office_Farbe_en-removebg-preview.png
BUNDlogo 2012 4c.png
Climate Basics_Logo-09.png
bottom of page