კლიმატ მეგობრული აგრო დრონები
Climate Warriors #ახმეტა2022
კლიმატის ცვლილების გავლენა სოფლის მეურნეობაზე სულ უფრო თვალსაჩინოა. როდესაც საუბარია კლიმატის ცვლილებების ნეგატიურ გავლენაზე სოფლის მეურნეობის სექტორზე, მთავარი რისკები უკავშირდება გვალვებს, ექსტრემალურ ამინდებს, წყალდიდოებებს, მავნებლების გავრცელებას და სხვა. ჩამოთვლილი პირდაპირ კავშირშია სასურსათო უსაფრთხოებასა და უვნებლობასთან. თავის მხრივ სოფლის მეურნეობასაც აქვს გავლენა კლიმატის ცვლილებაზე. Სოფლის მეურნეობის სექტორში კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის აირების გაფრქვევების ძირითადი წყაროებია მეცხოველეობა, სინთეზური სასუქების გამოყენება, სახნავ-სათესი მიწების და საძოვრების არამდგრადი მართვა და სხვა.
შესაბამისად, სოფლის მეურნეობაში მწვანე ინოვაციების დანერგვით შესაძლებელია ერთის მხრივ ემისიების, იგივე კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის აირების გაფრქვევების შემცირება, კლიმატის ცვლილებათან ადაპტაცია (შეგუება) და ამასთნავე, ფინანსური და ადამიანური რესურსის დაზოგვაც.
კლიმატ მეგობრული აგრო-დრონების გამოყენება ხელს შეუწყობს საწვავზე მომუშავე მოწყობილობების (მაგალითად ტრაქტორის) ჩანაცვლებას. დრონების ფუნქცია შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის შეწამვლა და მორწყვა, ასევე სეტყვის პროგნოზირება და სეტყვის დროს ვენახებზე დამცავი ბადეების გადაფარება. დრონების დამუხტვა შესაძლებელი იქნება განახლებადი ენერგიის წყაროთი, მაგალითად მზის ენერგიაზე მომუშავე გენერატორებით.
იხილე გუნდის მიერ შექმნილი მოკლე ვიდეო აგრო-დრონებზე: https://youtube.com/shorts/scbp2VD2-Rk?feature=share
გუნდმა ასევე შექმნა სატესტო ვებ-გვერდი, სადაც განთავსდება ინფორმაცია კლიმატ-მეგობრული აგრო-დრონების შესახებ და ასევე, აგრო-დრონების შეძენა და გაქირავება: https://asatashvilitamo.wixsite.com/climate-warrior
სამიზნე ჯგუფი: დრონები შეიძლება შეიძინონ ან იქირაონ ფიზიკურმა პირებმა (ფერმერები), კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტის სამსახურებმა.
იდეის ავტორები
მენტორ-მულტიპლიკატორები: მაგდა ცერცვაძე, ეკატერინე მებაღიშვილი
თამარ ასათაშვილი (16 წლის, მატანი)
თათია მამუჩარაშვილი (16 წლის, მატანი)
ირაკლი ბექურაული (14 წლის, ახმეტა)
ლუკა დოინჯაშვილი (15 წლის, მატანი)
მარიამ ხოლაგაშვილი (16 წლის, ჯოყოლო)
მარი ნიგურიანი (16 წლის, მაღრაანი)