გეგი ჩარკვიანი
მულტიპლიკატორი
ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობები მიმართულებით. ინტერესის სფეროს რაც შეეხება ძირითადად დაინტერესებული ვარ დიდი სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკითა და საერთაშორისო უსაფრთხოებით.
საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით კლიმატის ცვლილება ერთერთი უმთავრესი გამოწვევაა, რამაც შესაძლოა ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს და სხვა სფეროებშიც შექმნას პრობლემები, შესაბამისას ამ ფაქტორმა მიბიძგა უფრო მეტად დავინტერესებულიყავი ამ პრობლემით და უფრო მეტი გამეგო მის შესახებ. მსურს ამ პერსპექტივიდანაც მსჯელობა და ანალიზი, რაც ვფიქრობ რაღაც დონეზე დამეხმარება კონკრეტული გამოსავლისა და იდეების გენერირებაში.
მულტიპლიკატორების მთავარი დანიშნულებაა გაავრცელონ მიღებული ცოდნა მათსავე სოციუმში და აამაღლონ ცნობიერება ამ კუთხით რაც ამ პრობლემის მოგვარებას ნაწილობრივ შეუწყობს ხელი.
დაინტერესებულ ახალგაზრდებს გირჩევთ, პირველ რიგში მოიძიეთ მრავალი წყარო, როგორც თვისებრივი ისე რაოდენობრივი და მიღებული ცოდნიდან გამომდინარე ობიექტურად შეაფასეთ არსებული პრობლემა რაც ერთერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იქნება პრობლემის გადაჭრისთვის