top of page

გიორგი ჯავახიშვილი

მულტიპლიკატორი

დასაქმებული ვარ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ეკოლოგიური განათლების განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. ამავდროულად, ვასწავლი თბილისის 65-ე საჯარო სკოლაში ბუნებისმეტყველებას. ინტერესებს რაც შეეხება, მიყვარს ხალხთან კომუნიკაცია და სწავლება, რაც მზრდის როგორც კარიერულად, ასევე პიროვნულად. მიყვარს მუსიკა და აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებებში.


კლიმატის აკადემია არის ერთგვარი გამოწვევა, რადგან თემა აქტუალურია და, ვფიქრობ, მოქალაქეთა უმრავლესობა უნდა იყოს დაინტერესებული იმ ცვლილებებით, რაც ადამიანთა უხეში ჩარევით არის განპირობებული გარემოში. შესაბამისად, პროექტში მონაწილეობით წვლილს შევიტან მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაში აღნიშნული მიმართულებით.


მულტიპლიკატორები არიან ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ცოდნას კონკრეტული საკითხის ირგვლივ. მათი როლი კი საკმაოდ დიდია, ვინაიდან მათი წყალობით ხდება საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისად, ცნობიერების ამაღლება. ვგეგმავ აკადემიაში მიღებული ცოდნა და გამოცდიოება გავუზიარო სხვებს, რათა მათაც მიიღონ მონაწილეობა კლიმატის ცვლილების შერბილების და საადაპტაციო ღონისძიებებში.


ქართველი ახალგაზრდები რომლებიც კლიმატის ცვლილების თემებით არიან დაინტერესებული ვურჩევდი მიიღონ მონაწილეობა მსგავს პროექტებში, რათა მიღებული ცოდნა გაუზიარონ სხვებს. შედეგად კი მრავალი ინოვაციური იდეის როგორც განვითარების, ასევე განხორციელების მომსწრენი გავხდებით.

გიორგი ჯავახიშვილი
bottom of page