top of page

ხატია ნადირაძე

მულტიპლიკატორი

ვარ ინგლისური ენის მასწავლებელი და ვამზადებ მოსწავლეებს, ასევე დამთავრებული მაქვს ტურიზმის ადმინისტრირება და ვმუშაობ ტურიზმის სფეროში, ვაკეთებ ტურებს უცხოელი ტურისტებისთვის და ზოგჯერ გიდობასაც ვითავსებ.


ვფიქრობ რომ კლიმატი და მასთან დაკავშირებული საკითხები არის ძალიან აქტუალური და პრობლემური. მინდა, მე თვითონ ავიმაღლო ცოდნა ამ საკითხების შესახებ და შემდეგ, შესაბამისად მივაწოდო ჩემს გარშემო მყოფ საზოგადოებას. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და აუცილებელია ცნობიერების გაზრდა, რათა თითოეულმა ჩვენგანმა წვლილი შევიტანოთ ამ გლობალური პრობლემის მოსაგვარებლად.


მულტიპლიკატორები არიან ადამიანები, რომლებიც თავის ცოდნას და ინფორმაციას ავრცელებენ და ამრავლებენ მათ გარშემო მყოფ საზოგადოებაში, აწვდიან მათ სწორ ინფორმაციის და ამაღლებენ მათ ცნობიერებას სხვადასხვა საკითხების შესახებ.


არ დანებდეთ, ყველა თქვენს ნაბიჯს აუცილებლად ექნება დადებითი საპასუხო რეაქცია. ეს თემა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აუცილებლად იგრძნობთ თავს ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ პასუხისმგებელ პირად.

ხატია ნადირაძე
bottom of page