top of page

ინოვაცია ტყის გადასარჩენად

Energy (NRG) #ახმეტა2022

ინოვაცია ტყის გადასარჩენად

ტყეს განსაკუთრებული როლი აქვს ნახშირორჟანგის შთანთქმისა და კლიმატის ცვლილებასთან ბუნებრივი გზით ბრძოლის პროცესში. ამასთანავე, ტყე არის განსაკუთრებულად მოწყვლადი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მომატებული ტემპერატურისა, გახშირებული ხანძრების, მომრავლებული სხვადასხვა მავნებლებისა და დაავადებების ფონზე.
ტყის ხანძრები გლობალური ნახშირბადის ემისიების, იგივე სათბურის აირების გაფრქვევების, 20% შეადგენს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტყის ხანძრები მომდევნო წლებში მოიმატებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის კლიმატის ცვლილება, რომელიც ტემპერატურის მატებას და შესაბამისად ნიადაგის გამოშრობას იწვევს. მიწიდან ტენიანობის აორთქლება აშრობს ნიადაგს და მცენარეულ საფარს ხდის უფრო აალებადს.
ტყის ხანძრების წამოქმნისა და დიდ ტერიტორიაზე გავრცელების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისთვის, შესაძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.
გუნდმა NRG-იმ პროგრამირებადი დაფის, Calliope Mini-სა (https://calliope.cc/) და CO2-ის სენსორის საშუალებით, შექმნა პროტოტიპი, რომელსაც შეუძლია ტყის ხანძრის საწყის ეტაპზე აღმოჩენა და აპლიკაციის საშუალებით ინფორმაციის გადაცემა შესაბამისი სამსახურებისთვის.
მსგავსი ტექნოლოგია საქართველოში ჯერ არ არის გამოყენებული. გუნდის მიერ შემუშავებული მეთოდის გამოყენებით შესაძლო მოკლევადიანი შედებია:
- დამწვარი ტყის ფართობის და ემისიების გაფრქვევების შემცირება
- ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება
- სახელმწიფო ფინანსური რესურსების დაზოგვა.

იხილე გუნდის მიერ შექმნილი კლიმატ-ინოვაციის ვიდეო: https://youtu.be/vsBzxNZ_CP0

სამიზნე ჯგუფი: მეხანძრეები, რეინჯერები, ადგილობრივი მოსახლეობა

იდეის ავტორები
მენტორ-მულტიპლიკატორები: ნიკა ქვრივიშვილი, ნათია ფილაშვილი
ალექსანდრე გაგანაშვილი (15 წლის, ახმეტა)
თორნიკე სვიმონიშვილი (14 წლის, ახმეტა)
გიორგი მაისურაძე (15 წლის, ახმეტა)
ქეთი ჩაფურიშვილი (14 წლის, ახმეტა)
კესო ბაბულაიძე (14 წლის, ქვემო ალვანი)

AA_2017_Office_Farbe_en-removebg-preview.png
BUNDlogo 2012 4c.png
Climate Basics_Logo-09.png
bottom of page